ყაჩაღობისთვის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის ბრალდებულს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

region
ავტ.: region ივლისი 16, 2019 15:33

ყაჩაღობისთვის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის ბრალდებულს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობისთვის და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვისთვის ბრალდებული კ.ჩ დამნაშავედ ცნო.

ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 20 დეკემბერს, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი კ.ჩ. ცეცხლსასროლი იარაღითა და ცულებით შეიარაღებულ სამ პირთან ერთად, ვაზისუბნის მეოთხე მიკრორაიონში მდებარე ს.ს. „საქართველოს ბანკის” ექსპრეს ფილიალის თანამშრომლებს თავს დაესხა და სიცოცხლისთვის საშიში ძალადობით და ძალადობის გამოყენების მუქარით სალაროდან ს.ს. „საქართველოს ბანკის” კუთვნილი დიდი ოდენობით 31301.21 ლარი და 1400.1 ლარის ოდენობის ე.წ „ცხელი ფული“ (ფულის კუპიურების შეკვრის იმიტაცია-მულიაჟი) გაიტაცა.

„სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით ასევე დადასტურდა, რომ კ.ჩ-მ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და მის საცხოვრებელ ბინაში ინახავდა „მაკაროვის“ კონსტრუქციის ცეცხლსასროლ იარაღს და საბრძოლო მასალას.

სამართალდამცველებმა კ. ჩ. 2018 წლის 27 დეკემბერს ქ.თბილისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა,ბ“, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, ჯგუფურად, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით) და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ კ.ჩ დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

region
ავტ.: region ივლისი 16, 2019 15:33

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


13,137
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics