ყაჩაღობისთვის ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლო ყაჩაღობისთვის ბრალდებული, განზრახ დანაშაულისთვის ნასამართლევი გ.თ. დამნაშავედ ცნო და 9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ 2017 წლის 23 სექტემბერს, ღამის საათებში, ყაჩაღობისთვის ნასამართლევი გ.თ. თანხის მისაკუთრების მიზნით ქ.თბილისში თავს დაესხა ტაქსის მძღოლს გ.ო.-ს, დანა დაადო გულმკერდის არეში და სიცოცხლის მოსპობის მუქარით გასტაცა გამომუშავებული ფულადი თანხა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა გ.თ. 2017 წლის 23 სექტებერს თბილისში დააკავეს.

მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა ჩადენილი არაერთგზის) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.თბილისის საქალაქო სასამართლომ კი, გ.თ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა

banner
წინა სტატიაშიავთანდილ ხურციძის დედა ნიუ-იორკის სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებს
შემდეგი სტატია„ევროპულმა საქართველომ“ თავი გაიპამპულა, მკვლელის გვარი სად არის, რატომ ვერ დაადგინეს და მთელი ეს გამოძიება რისთვის ჩაატარეს