15.8 C
Tbilisi
შაბათი, აპრილი 18, 2026
banner

ყაჩაღობის ფაქტზე დაკავებული პოლიციელის შესახებ პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურამ ყაჩაღობის ფაქტზე შსს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დააკავა.

“აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ბათუმში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე სასურსათო მაღაზიაში საკანცელარიო დანის გამოყენებით თავს დაესხა მენეჯერს და სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის მუქარით გაიტაცა 2915 ლარი.

ბრალდებული შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცველებს თვითონ ჩაბარდა და დანაშაული აღიარა. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყაჩაღობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა”,_ აცხადებს პროკურატურა.

banner
წინა სტატიაშიმოსამართლემ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
შემდეგი სტატიათურქეთში ნატოს თავდაცვის სისტემამ ირანიდან გაშვებული მეორე ბალისტიკური რაკეტა გაანადგურა