ყაჩაღობაში ბრალდებულის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა

კაფე „ანტრეს“ მენეჯერი ლილე ცაგარეიშვილი კუს ტბის ასახვევთან მდებარე მათ ობიექტზე განხორციელებულ თავდასხმაში ბრალდებული პირის დაკავების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. როგორც ის აცხადებს, სათვალთვალო კამერების ჩანაწერების ნახვისას, მისი იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა, რადგან სახე არ უჩანდა.

„დაახლოებით, 21:00 საათზე შემოვიდა თავდამსხმელი – ის ახალგაზრდა მამაკაცი იყო, რომელსაც თავზე კაპიუშონი ეხურა. მან მოლარეს თანხა მოსთხოვა. შეიარაღებული იყო და წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა. შესაბამისად, მან თანხა წაიღო. ჩვენ პოლიცია გამოვიძახეთ და მიმდინარეობს გამოძიება“, – განაცხადა მენეჯერმა.

კუს ტბის ასახვევთან მდებარე კაფე „ანტრედან“ თავდამსხმელმა 1500-მდე ლარი წაიღო. მოლარეს ამ დროისთვის პოლიცია კითხავს.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს

banner
წინა სტატიაშიგაეროს გენერალურმა მდივანმა ფხენიანთან კონტაქტის შენარჩუნებაზე მოწოდება გააკეთა
შემდეგი სტატიაპრეზიდენტმა მარგველაშვილმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოში დემოკრატიის განვითარებაში