ყაჩაღობა ოზურგეთში – დაჭრილია ერთი ადამიანი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში ყაჩაღობა მოხდა.

არსებული ინფორმაციით,  საცხოვრებელი სახლი რამდენიმე პირმა დააყაჩაღა. დაჭრილია ოჯახის ერთ-ერთი წევრი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი IRI-ის და NDI-ის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა
შემდეგი სტატიასუს-ში დაკითხვაზე დეპუტატ ჩიორა თაქთაქიშვილის მეუღლე იმყოფება