ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ფხეროში გუშინ საღამოს ქალი დააყაჩაღეს და მისი გაუპატიურება სცადეს. როგორც ადგილობრივები ყვებიან, ქალისთვის საფულეს წართმევა უნდოდათ და გაუპატიურებაც უცდიათ.
მათი თქმით, ქალი კარგადაა, დამნაშავე კი მიიმალა. შსს-ში რუსთავი2-ს ყაჩაღობისა და გაუპატიურების მცდელობის ფაქტი დაუდასტურეს.
მომხდარზე ძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 179–ე ყაჩღობისა და 19–137–ე გაუპატიურების მცდელობის მუხლებით მიმდინარეობს.
ამ დროისთვის დამნაშავე დაკავებული არ არის და პოლიცია ძებნის ოპერაციას ახორციელებს.