ყაჩაღური თავდასხმა მოხდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალეში, ჯანიკო ხასაიას ოჯახზე: სახლში ავტომატებით შეიარაღებული ნიღბიანი პირები შეიჭრნენ, წაღებულია 270 ლარი.
დაზარალებულის მეზობლების თქმით, თავდამსხმელები, სავარაუდოდ, საკარმიდამო ნაკვეთზე მოწეული თხილის გაყიდვის შედეგად მიღებულ ფულს ითხოვდნენ.
თვითმხილველთა თქმით, თავდამსხმელები პროფესიონალი მძარცველების სტილში მოქმედებდნენ: სახლში შესვლის გარდა, ორი ავტომატიანი გარე პერიმეტრს დარაჯობდა, ხოლო როცა დარწმუნდნენ, რომ ოჯახში დიდი თანხა არ ინახებოდა, ჯანიკო ხასაიას სცემეს და სწრაფად მიიმალნენ.