ყაჩაღობა ბათუმში – ნიღბიანი პირი ლომბარდში შეიჭრა

ყაჩაღობის მორიგი შემთხვევა – ბათუმში ნიღბიანი პირი ლომბარდში შეიჭრა და თანხის გამოძალვა სცადა. თავდამსმხელი შემთხვევის ადგილიდან მალევე მიიმალა.

ნიღბიანი ხალხმრავალ ლომბარდში დღის ორ საათზე შეიჭრა. თვითმხილველების თქმით, მოლარე-ოპერატორი დახმარებას ითხოვდა. ამ წუთებში მოლარე-ოპერატორი სამართალდამცველებს ჩვენებას აძლევს.

„აფარებული ჰქონდა სახეზეო. თანხა არ წაუღიაო. ვიკივლეო და კივილზე წავიდაო, ასე თქვა ლომბარდის თანამშრომელმა,“ – აღნიშნა ადგილობრივმა მცხოვრებმა.

დაყაჩაღებული ობიექტი ექსპერტ-კრიმინალისტებმა დახურეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ თავდამსხმელი სამართალდამცველებს თავად ჩაბარდა. უწყების ცნობით, ის დაკავებულია.

მომხდარზე გამოძიება ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაში„ძალინ დიდი ხანია, ვიცით, სადაც ვერ მართავენ დირექტორს, იქ ცდილობენ, რომ მას პრობლემები შეუქმნან”
შემდეგი სტატიაირაკლი ჩიქოვანი – მომავალში ზუგდიდს უნდა ავარიდოთ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობა, რომელიც ქალაქს უკან დახევს