18.7 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივნისი 11, 2026
banner

ხაბეიშვილს 2 წლით პატიმრობა, ხოლო ზოდელავას 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტ საბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა. საუბარია მოხელისათვის ქრთამის დაპირებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების საქმეზე. 

მოსამართლის გადაწყვეტილებით,  ლევან ხაბეიშვილის ბრალდების საქმეზე 317-ე მუხლი გადაკვალიფიცირდა 318-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ლევან ხაბეიშვილს სასჯელად 2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

რაც შეეხება, მურთაზ ზოდელავას, პოლიტიკოსს სასჯელის სახედ 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

განაჩენის გამოცხადებას ბრალდებულები, ლევან ხაბეიშვილი და მურთაზ ზოდელავა არ ესწრებოდნენ.

banner
წინა სტატიაში“ქეიფებში ფული არ ენანებათ, ბავშვების მკურნალობაზე კი მიზანშეწონილობაზე ლაპარაკობენ” — გიორგი სიორიძე კობახიძეს აკრიტიკებს
შემდეგი სტატიაკორუფციული სკანდალი თეთრიწყაროში: მერის წარმომადგენელი და მთავარი სპეციალისტი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს