ხაბეიშვილის თქმით კუჭავა ციხეში არ უშვებს: კი არ ვთხოვ, რომ შემიშვას, მისი ვალდებულბაა, რომ მივწერ, დაადასტუროს

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, დეპუტატ ლევან ხაბეიშვილის თქმით, პარალმენტის თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ციხეში შესვლის ნებართვა არ მისცა.

ხაბეიშვილი ამბობს, რომ კახა კუჭავას ამ საკითხზე 2 დღის წინ მიმართა.

“მე როგორც პარლამენტის წევრს აბსოლუტური უფლება მაქვს შეტყობინება გავუგზავნო პარლამენტის თავმჯდომარეს და ის ვალდებულია, რომ ეს გააკეთოს. კი არ ვთხოვ, რომ შემიშვას, მისი ვალდებულბაა, რომ მივწერ, დაადასტუროს, მაგრამ ეს არ გააკეთა. რაღაც პოლიტიკური გადაწყვეტილება აქვთ სავარაუდოდ მიღებლი შეაჩერეს ეს კონკრეტული ბრძანების გამოცემა და მე ვიცი, რომ ჩემ კოლეგა კობა ნაყოფიასაც არ მისცეს შესაძლებლობა, მისი ბრძანება გამოცემულიყო, შემდეგ გააუქმეს საერთოდ”, – თქვა ლევან ხაბეიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკორძაია: თბილისში, მერის არჩევნების შემაჯამებელი 759 ოქმიდან 306-ში ბალანსი არ დგება
შემდეგი სტატიაცხინვალიდან გათავისუფლებულ საქართველოს მოქალაქეს მოტეხილობა აღენიშნება