ხაბეიშვილის მტკიცებით, არჩილ თალაკვაძე ბიუჯეტის არამიზნობრივად ხარჯვას გეგმავს

ოპოზიცია ბიუჯეტიდან თანხის არამიზნობრივი ხარჯვის მცდელობაზე საუბრობს. ლევან ხაბეიშვილის მტკიცებით, არჩილ თალაკვაძე, რომელიც ამავე დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სპორტული კლუბის „მია ფორსის“ პრეზიდენტია – რბოლაში ევროპის წლევანდელ ჩემპიონატზე დათა ქაჯაიას მონაწილეობის დაფინანსებას და 600 ათასი ლარის გამოყოფას ბიუჯეტიდან აპირებს. ოპოზიცია იმ დოკუმენტს ასაჯაროებს, რომლის მიხედვითაც ”მია ფორსი” სახელმიწფო შესყიდვების სამსახურს ერთ პირთან მოლაპარაკებით ხელშეკრულების გაფორმებას სთხოვს. ბრალდებას უარყოფენ არჩილ თალაკვაძე და შსს. მათი მტკიცებით, ქართველი სპორტსმენის რბოლას ჩემპიონატზე კერძო კომპანიები აფინანსებენ და ამბობენ, რომ თანხა ბიუჯეტიდან გამოყოფილი არ არის.

“თურმე ავტორბოლა ყოფილა მნიშვნელოვანი შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის და 600 ათასი ლარი უნდა გადავიხადოთ კონკრეტულად ერთმა ადამიანმა რომ რბოლაში მიიღოს მონაწილეობა და ამით ალბათ კრიმინალს შეამცირებს და რაღაცა ჯანსაღი ცხოვრების წესს წაახალისებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასე უყურებს? ხომ არ არის ეს დაკავშირებული იმასთან რომ ამ კლუბის პრეზიდენტია არჩილ თალაკვაძე?”-აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

banner
წინა სტატიაშიმოქალაქეებისთვის, რომლებიც სააღდგომოდ ქალაქიდან გადიან “ყაზტრანსგაზი” განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატია“ევროკავშირის წევრმა რომელიმე ქვეყანამ, შეიძლება დააყენოს დღის წესრიგში უვიზო რეჟიმის შეჩერება” – თამარ ხულორდავა