ხალხს აჩვენეთ გზა, გააკეთეთ ეროვნული მოძრაობა – ამ სიოტყვებით მიმართა დღეს დაკავებულმა ოპოზიციონერმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა ოპოზიციას. სატელევიზიო ინტერვიუს გამო დაკავებული პოლიტიკოსი თვლის, რომ ერდაერთი გამოსავალი ახლა ერთიანობაშია და ოპოზიციას მოქმედებისკენ მოუწოდა.
ან აზრზე მოხვალთ, ან უკვე ბიძინა ივანიშვილი გასულია ბოლოში – ამ ქვეყანას დახურავენ ბოლომდე ჩალით, ეთერებიც აღარ იქნება, ტელევიზიებიც აღარ იქნება, ვეღარც გამოპრანჭულები დასხდებით ეთერებში და ვეღარ იყელყელავებთ. ხელი ერთმანეთს ჩაკითხეთ და იფიქრეთ, რა არის გამოსავალი. მართლა ყელში ამოვიდა ბუტაფორია, მოგონილი ვიღაცა ე.წ. პოლიტიკოსები. უნდა გესმოდეთ, რომ დღეს თითოეული საქართველოს მოქალაქის ხელშია საქართველოს ბედი.
ქრისტიან დემოკრატიული, ეროვნული მოძრაობა გააკეთეთ, გაერთიანდით და ერთი პირით ილაპარაკეთ. არაფერი გასაყოფი არ გაქვთ არავის. ხალხს აჩვენეთ გზა. ერთმანეთთან კონფლიქტსაც იგონებთ, იმიტომ, რომ თუ კონფლიქტი არ გაქვთ, მერე რას აკეთებთ, არ იცით. ხალხს აჩვენეთ გზა, გამოსავალი. განა არ იცით, უბრალოდ გეშინიათ. მე ყველა ჩემს პროცესს გამოვიყენებ, რომ საზოგადოებას ვუთხრა სიმართლე. არ შეიძლება მუდმივად რიგითი მოქალაქის, აზა ჩილაჩავას და რუსუდან კობახისნაირი ადამიანი აჩვენებდეს მხოლოდ გმირობას და დანარჩენები ყელყელაობდეთ შარვალ-კოსტუმში გამოწყობილები. არავის არ აინტერესებს თქვენი ლაპარაკი,”- განაცხადა ხაბეიშვილმა.














