ხაბეიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის ნიშნად ახალ წელს რუსთავის ციხესთან შეხვდება

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ის პროტესტის და მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის ნიშნად ახალ წელს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან შეხვდება.

“თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ვლადიმერ პუტინს საახალწლო საჩუქარი გაუკეთა და დაუძლურებული, ჯანმრთელობაშერყეული პრეზიდენტი სააკაშვილი რუსთავის ციხეში მისი ნების საწინააღმდეგოდ და ექიმების რეკომენდაციის გარეშე დააბრუნეს. ფაქტობრივად არც ერთი პროფესიონალი ექიმის დასკვნა ან რეკომენდაცია არ არსებობს, რომ სააკაშვილს მკურნალობა არ სჭირდება, ამ დაწესებულებაში მკურნალობას ვერ უზრუნველყოფენ და პრონციპში, ვერც იქ, სადაც ჰყავდათ, არათუ უზრუნველყვეს, წამების ქვეშ ჰყავდათ მთელი ამ ხნის განმავლობაში. გარდა იმისა, რომ პუტინს ძღვენი გაუკეთეს, გამოწვევა, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” გააკეთა, მიღებულია. უნდათ ბრძოლა და ეს ბრძოლა აუცილებლად იქნება, მათ შორის, ჩემი კოლეგების დიდი ნაწილი, ასეულობით ადამიანი შიმშილობს, საკუთარ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აგდებს. მე პირადად, 31 დეკემბერს, ახალ წელს აქ შევხვდები და ეს იქნება ჩემი პროტესტი. ასევე მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს, ჩვენ არ ვაპირებთ არც ბრძოლის შეწყვეტას, არც ჩამოშვებას, მინდა მესამე პრეზიდენტსაც მივამრთო და მოვუწოდო, მხნედ იყოს, ჩვენ აუცილებლად ვიბრძოლებთ მისი და ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის. ეს ბრძოლა იქნება 31-შიც, პირველშიც, 2-შიც და 3-შიც.

რაც შეეხება გეგმას და პარტიის კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, აქციებთან, შიმშილობის გაგრძელებასთან, ბრძოლის ფორმებთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება პარტიაში იქნება მიღებული და ამის შესახებ პარტია განცხადებას გააკეთებს”,- განაცხადა ხაბეიშვილმა.

banner
წინა სტატიაშისვანეთის მოსახლეობა ხატზე ფიცის დასადებად ემზადება
შემდეგი სტატიასახალხო დამცველი მიხეილ სააკაშვილის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანას ეხმიანება