ლევან ხაებიშვილის ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა “ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ სასამართლო და ხელისუფლება იძულებული გახდნენ, მოეძებნათ გზა, ჯერ ერთი გაემართლებინათ ლევანი ამ აბსურდულ ბრალდებაში, მოეხსნათ მისთვის კორუფციული ბრალდება, ქრთამის მიცემა, რაც შეეხება სასჯელის ნაწილს- ფაქტობრივად მესამედია.
მისი თქმით, “იმდენად აბსურდული საფუძველი დაუდეს, ქრთამის შეთავაზების სახით, რომ 9 თვის თავზე ეს საქმე ჩამოინგრა.“
,,ლევან ხაბეიშვილი იყო ძალიან აქტიური, ასხივებდა გარკვეულ იმედს, პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ეს შეაფასა გარკვეულ საფრთხეს წარმოადგენდა, სასწრაფოდ მიირეს მისი დაკავების გადაწყვეტილება და ფორსმაჟორში გადაწყვიტეს დაედოთ სამართლებრივი საფუძველი. იმდენად აბსურდული საფუძველი დაუდეს, ქრთამის შეთავაზების სახით, რომ 9 თვის თავზე ეს საქმე ჩამოინგრა. 9 თვეში მხოლოდ 1 მოწმის მოყვანა შეძლო პროკურატურამა და მანაც ჩვენებაში იმდაგვარი ფაქტობრივი გარემოებები გადმოსცა, რომ ცალსახად ეს იყო დაცვის გამამყარებელი.
ფაქტია, რომ არ იყო ქრთამის აღების ადრესატი, არ იყო ქრთამის დაინტერესება იმ კუთხით, რომ მომავალი ბიუჯეტიდან პრემიის სახით იყო დაპირება და ამასთან დაკავშირებით რაც იყო, მიახლოებული გადაწყვეტილება მიიღეს.
დღეს რომ მოსამართლეს დაეწერა, რომ პოლიტიკოსის მიერ საჯარო შეთავაზება შეიძლება ქრთამის მიცემად შეფასდეს, ნახევარი პოლიტიკური სპექტრი დასაჭერი იქნება. უამრავი განცხადებები გვინახავს, 5 მილიონიდან დაწყებული კრედიტების ჩამოწერით. არათუ ქრთამად, ამორმჩველის მოსყიდვად არ შეიძლება დაკვალიფიცირდეს დაპირება, თუ ის ბიუჯეტიდან სახსრების გაღებასთანდ არის დაკავშირებული. სხვა გზა არ დარჩა სასაამრთლოს, იქაც არიას საკმაოდ კვალიფიციური იურისტები, ამიტომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება. რომ არ ყოფილიყო პოლიტიკური მდგენელი, დარმწუნებული ფვარ, სრულად გამამართლებელი იქნებოდა, – განაცხადა კონდახიშვილმა.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტ საბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა. საუბარია მოხელისათვის ქრთამის დაპირებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების საქმეზე.
მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძის გადაწყვეტილებით, ლევან ხაბეიშვილის ბრალდების საქმეზე 317-ე მუხლი გადაკვალიფიცირდა 318-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ლევან ხაბეიშვილს სასჯელად 2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
















