ხაბეიშვილი – უსამშობლო ბიძინა ივანიშვილი, რომლისთვისაც სამშობლო მხოლოდ მილიარდებია, მზად არის საკუთარი ძალაუფლებისთვის ადამიანები დააპირისპიროს ერთმანეთთან

უსამშობლო ბიძინა ივანიშვილი, რომლისთვისაც სამშობლო მხოლოდ მილიარდებია, მზად არის საკუთარი ძალაუფლებისთვის ადამიანები დააპირისპიროს ერთმანეთთან, – ასე აფასებს „ინტერპრესნიუსთან“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი პროევროპული კამპანიის დროს მოსახლეობასთან შესახვედრად ჩასული ოპოზიციონერების მიმართ აგრესიული ჯგუფების დაპირისპირების ფაქტებს.

ლევან ხაბეიშვილის შეფასებით, მმართველ გუნდს სპექტაკლის დადგმა სურს, თითქოს ხალხი ოპოზიციას უპირისპირდება, მაგრამ „იმის თავიც არ აქვთ, რომ უბრალო მოქალაქეები მიიყვანონ და დასაპირისპირებლად ფრაქციის თავმჯდომარეები ან საკრებულოს წევრები მიჰყავთ“.

„ივანიშვილი ამ დაპირისპირებას იყენებს ყველა პოლიტიკური კრიზისის დროს, 2012 წლიდან 2022 წლამდე ყველა დაძაბული ვითარების დროს იყენებდნენ მეთოდს, რომელიც დაკავშირებულია ძალადობასთან, დაპირისპირებასთან და დაყოფასთან. მათი პროპაგანდა ცდილობს მოყვეს, რომ ხალხი უპირისპირდება ოპოზიციას, რაც სიმართლე არ არის. სურთ დადგან სპექტაკლი, მაგრამ იმის თავიც არ აქვთ, რომ უბრალო მოქალაქეები მიიყვანონ, მოქალაქეებთან დასაპირისპირებლად მიჰყავთ ფრაქციის თავმჯდომარეები და საკრებულოს წევრები. ცდილობენ შექმნან პარალელური სამყარო, სადაც მოყვებიან როგორ უპირისპირდება მოქალაქე ოპოზიციას, რეალობაში თავად უპირისპირდებიან ხალხს. ეს არის ძალიან საშიში, ცეცხლს ეთამაშებიან, პოლიტიკოსები ნაჩვევი ვართ თავდასხმას და პროვოკაციას, მაგრამ სტუდენტებს რომ ამას უკეთებენ, წარმოიდგინეთ რაზეა ეს ხალხი წამსვლელი. ივანიშვილი არის უსამშობლო კაცი, რომელიც წავა ყველაფერზე ძალაუფლების შესანარჩუნებლად და თუ ამ კრიმინალებს ხელისუფლებას არ გამოვტაცებთ, ქვეყანა საშიში ადამიანების ხელში დარჩება“, – აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.

banner
წინა სტატიაშილიზ ტრასი – ფინეთსა და შვედეთში ნატო-ს ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით პუტინის მუქარა არის რიტორიკა, რომელიც იგნორირებული უნდა იყოს
შემდეგი სტატიათსუ-ში „შინ ევროპისკენ“ კამპანიის მონაწილეებს ფიზიკურად დაპურისპირდნენ