„ასობით ჩვენი თანამოქალაქე სხვადასხვა ქალაქში, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ადგილებზე მოდიან ოფისებში და უერთდებიან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას. უმნიშვნელოვანესია მთავარი ოპოზიციონერი ლიდერი 2024 წლის არჩევნებზე იყოს თავისუფალი.“ – პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება ქუთაისში გრძელდება.
“საქართველოს მოქალაქის ნომერ პირველი პრობლემა არის უმუშევრობა, ეკონომიკური სიდუხჭირე და ამის გამოცდილება აქვს პრეზიდენტ სააკაშვილს. ასევე, მნიშვნელოვანია მთავარი ოპოზიციონერი ლიდერი არჩევნების წინ იყოს თავისუფალი და შესაძლებლობა მიეცეს მის ხალხთან კომუნიკაციის. თქვენ ხედავთ ასობით ჩვენი თანამოქალაქე სხვადასხვა ქალაქში, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ადგილებზე მოდიან ოფისებში და უერთდებიან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას, ამიტომ ყველას უნდა ესმოდეს, რომ უმნიშვნელოვანესია მთავარი ოპოზიციონერი ლიდერის გათავისუფლება და მიცემა შესაძლებლობის, რომ შეხვდეს და აწარმოოს საარჩევნო კამპანია 2024 წლის არჩევნებზე.“ – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა