ხაბეიშვილი – უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კრიმინალებად, ქურდებად, ტრანსნაციონალური დანაშაულის თანამონაწილეებად გამოაცხადა მსოფლიომ ივანიშვილი და მისი ხელისუფლება

უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფაქტობრივ კრიმინალებად, ქურდებად, ტრანსნაციონალური დანაშაულის თანამონაწილეებად გამოაცხადა მსოფლიომ ივანიშვილი და მისი ხელისუფლება – 26 ოქტომბერს ყველამ ერთად უნდა გამოვგლიჯოთ ხელისუფლება ტრანსნაციონალურ დამნაშავეებს და მსოფლიოში აღიარებულ თაღლითებს, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ჰელსინკის კომისიის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

მისი თქმით, ივანიშვილის ხელისუფლების წარმომადგენლები ქოლ-ცენტრების მეშვეობით, მილიარდობით დოლარს იპარავენ და შემდეგ ამ შავ ფულს ქართველი ხალხის წინააღმდეგ იყენებენ.

როგორც ხაბეიშვილი აღნიშნავს, ბიძინა ივანიშვილს არ ასცდება გასამართლება, არა მარტო ტრანსნაციონალური დანაშაულისთვის, არამედ ქართველი ხალხის გაღარიბებისთვის.

„ჰელსინკის კომისიამ შავით თეთრზე დაწერა, რომ ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ჩართულია ტრანსნაციონალურ დანაშაულში და ამაზე წლების განმავლობაში ვსაუბრობდი მეც და ჩემი მეგობრებიც. საუბარია იმაზე, რომ ქოლ-ცენტრების მეშვეობით მილიარდობით დოლარს იპარავენ ივანიშვილის ხელისუფლების წარმომადგენლები და შემდეგ უკვე ამ შავ ფულს იყენებენ ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ეს არ არის ჩემი სიტყვები, ეს უკვე ჰელსინკის კომისიამ დაწერა და ეს უკვე ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციაა, ეს არის გამოძახილი იმაზე თუ როგორ ხვდებიან საქართველოში ამერიკელ სენატორებს, კონგრესმენებს.

შაჰინთან დაკავშირებით ჩვენ ვნახეთ, რომ მას ბიძინა ივანიშვილი არ შეხვდა, თუმცა ახლა უკვე ვნახეთ ჰელსინკის კომისიის ოფიციალური განცხადება, სადაც შავით თეთრზე წერია მათი კრიმინალური საქმიანობის შესახებ. ეს არის საერთაშორისო გამოძიების წინ გადადგმული ნაბიჯი, რაც გულისხმობს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლების წარმომადგენლები თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფაქტობრივ კრიმინალებად, ქურდებად, ტრანსნაციონალური დანაშაულის თანამონაწილეებად გამოაცხადა უკვე მსოფლიომ.

ბიძინა ივანიშვილს არ ასცდება გასამართლება, არა მარტო ტრანსნაციონალური დანაშაულისთვის, არამედ ქართველი ხალხის გაღარიბებისთვის. მე დარწმუნებული ვარ, რომ გამარჯვება არის ერთი ხელის გაწვდენაზე, უბრალოდ უნდა დავასრულოთ ყველამ ერთმანეთთან ყოველგვარი დაპირისპირება, ხელი ჩავკიდოთ ერთმანეთს და 26 ოქტომბერს ჩვენს ხალხს მოვუტანოთ გამარჯვება. მე დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული ქართველის ჩართულობით მოვახერხებთ, რომ საქართველო დავუბრუნოთ ქართველ ხალხს და ტრანსნაციონალურ დამნაშავეებს, მსოფლიოში აღიარებულ თაღლითებს გამოვგლიჯოთ ხელისუფლება. ყველა ერთად უნდა დავდგეთ და აუცილებლად გავიმარჯვებთ,“ – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა, რომლის კომენტარსაც „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიმიქანაძე – ჰელსინკის კომისიის განცხადებ არის ძალიან უხეში და პირდაპირი ჩარევა წინასაარჩევნო პროცესში
შემდეგი სტატიამელია – ფინანსური სანქციები საჭიროა საქართველოში დემოკრატიის გადასარჩენად