ხაბეიშვილი – წყლის ჭავლის მანქანისა და სპეცრაზმის მობილიზება ერთადერთ რამეს ნიშნავს – ეს არ არის სასამართლო, ესაა „ქაჯეთის ციხე“

„ბლოკირებული აქვთ საქალაქო სასამართლოს არამხოლოდ დარბაზი, არამედ ტერიტორია და საშუალება არ აქვთ, მათ შორის, მოქალაქეებს სასამართლოს ეზოში გადაადგილდნენ, რაც სრული სიგიჟეა და მეტყველებს ხელისუფლების პანიკურ შიშზე, ოღონდ, რისი ეშინიათ, არ ვიცი. ამდენი პოლიციაა მობილიზებული, ჰყავთ წყლის ჭავლის მანქანები. ეს ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებისთვის ეს არის პოლიტიკური აქტი, ეს არ არის სასამართლო, ეს არის „ქაჯეთის ციხე“, სადაც ბუდობს ბიძინა ივანიშვილის და “ქართული ოცნების” მარიონეტების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული მოსამართლეები და ისინი იღებენ პოლიტიკურ დაკვეთასა და გადაწყვეტილებას. დღევანდელი გარე პერიმეტრი მეტყველებს იმაზე, რომ ეს არის „ქაჯეთის ციხე“ და ჩრდილოეთ კორეაშიც კი, ალბათ, ძნელად წარმოსადგენია, რომ მსგავსი სიტუაცია იყოს სასამართლოს ეზოსთან მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც ჩვენ დეკლარირებულად გვაქვს არაძალადობრივი აქცია და ჩვენი აქციებიც ზოგადად, ასეთია“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს სასკოლო განათლებაში სოციალურ-ემოციური უნარების განვითარებისა და ფსიქოლოგიური კეთილდღეობის ხელშეწყობისთვის პროექტი „გავიღიმოთ“ იწყება
შემდეგი სტატიაადვოკატი – ჩვენ მოვითხოვთ სააკაშვილის პროცესის პირდაპირ ეთერში ტრანსლირებას