ხაბეიშვილი – თამაზ გინტური იყო საქართველოს პატრიოტი, რომელიც ოკუპანტმა ზურგში სროლით მოკლა

თამაზ გინტური იყო საქართველოს პატრიოტი, 2008 წლის ომის მონაწილე და იმიტომ, რომ სალოცავის აჭედილი კარი გააღო, ოკუპანტმა ზურგში სროლით მოკლა, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, ნაციონალური მოძრაობის“ წევრებთან ერთად თამაზ გინტურის სამოქალაქო პანაშვიდზე მივიდა.

„თამაზ გინტური იყო საქართველოს პატრიოტი, 2008 წლის ომის მონაწილე და იმიტომ, რომ სალოცავის აჭედილი კარი გააღო, იმიტომ, რომ სასაფლაოზე იყო, ოკუპანტმა ზურგში სროლით მოკლა. ჩვენდა სამწუხაროდ, ეს არ არის ერთეული შემთხვევა, როცა ხდება ადამიანების მკვლელობა, გატაცება და შემდეგ ამაზე პასუხისმგებლობას არ იღებს არავინ და სამწუხაროდ, არც ოკუპანტს, კონკრეტულ დამნაშავეებს არ სთხოვს პასუხს“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა

banner
წინა სტატიაშიზურაბიშვილი პუტინის და სი ძინ პინის გასამართლებაზე – ვფიქრობ, რომ ეს იქნებოდა ისტორიული შედეგი, რაც გარკვეულ საკითხებს თავის ადგილს მიუჩენდა
შემდეგი სტატიაავტოსაგზაო შემთხვევა წალენჯიხაში