ხაბეიშვილი თამარ ჟვანიას წინააღმდეგ პროკურატურას მიმართავს- “აუცილებელია, თამარ ჟვანიაზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრას”

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ხაბეიშვილი აპირებს პროკურატურას მიმართოს თამარ ჟვანიას წინააღმდეგ, სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნით.

განცხადება ხაბეიშვილმა ამის შესახებ “მთავარი არხის” ეთერში გააკეთა.

“აუცილებელია, თამარ ჟვანიაზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრას, მე პირადად ჩემს მეგობრებთან ერთად ვმუშაობ ამაზე, რომ პროკურატურას მივმართო და ამას აუცილებლად, ოფიციალურადაც გავაკეთებ. თამარ ჟვანია არათუ უნდა გადადგეს, სახლში წავიდეს და რაც მოუპარავს თუ უშოვნია შეირგოს დედის რძესავით – არა. მან პასუხი უნდა აგოს თითოეული მოპარული ხმისთვის, იმიტომ, რომ მან ქართველ ხალხს მოპარა მომავალი”, – ამბობს ხაბეიშვილი გადაცემა “დღის სტუმარში”

banner
წინა სტატიაში​თურნავამ დაჭრილ ტურისტს სასტუმროში დასვენება შესთავაზა
შემდეგი სტატიაკაკაურიძე – ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაფინანსება 4.2 მლნ ლარით იზრდება