ხაბეიშვილი – საქართველოს ადგილი არის ევროპაში და საქართველოს მომავალი უკავშირდება ევროპას

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, დაიწყეს კამპანია, რომლის ფარგლებში ქვეყნის ყველა სოფელში ჩავლენ და საქართველოსა და ევროკავშირის დროშებს აღმართავენ.

ხაბეიშვილის თქმით, კამპანია გულისხმობს იმას, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, დღეს, „გამარჯვების პლატფორმის“ კამპანიის ფარგლებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე, პარტიის სხვა წევრებთან ერთად, წყალტუბოში საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აღმართეს

„ევროკავშირი გვჭირდება საქართველოსთვის, საქართველოს უსაფრთხოებისთვის, ეკონომიკური კეთილდღეობისთვის. ევროკავშირი გვჭირდება იმისთვის, რომ ქართველი ხალხი ევროკავშირში კი არ უნდა გარბოდეს სამუშაოდ, არამედ საქართველოში იქმნებოდეს ეკონომიკა, დოვლათი, საქართველოს მოქალაქე იყოს საქართველოში, თავის ოჯახთან, ევროპული პენსია, ევროპული შემოსავალი, ევროპული უსაფრთხოება და ამისთვის ჩვენ დავიწყეთ კონკრეტული კამპანია ,რაც გულისხმობს შემდეგს – ყველა მუნიციპალიტეტში, ყველა სოფელში ჩავალთ და აღვმართავთ საქართველოს და ევროკავშირის დროშებს იმის ნიშნად, რომ საქართველოს ადგილი არის ევროპაში და საქართველოს მომავალი უკავშირდება ევროპას. ჩვენი უსაფრთხოება, კეთილდღეობა, ხალხის უზრუნველი ცხოვრება სწორედ შესაძლებელია ევროკავშირთან ერთად. დღეს დავიწყეთ წყალტუბოდან, იმ სოფლიდან, სადაც არასდროს „რუსულ ოცნებას“ 2012 წლის შემდეგ არ მოუგია, ესეც სიმბოლურია, შესაბამისად, აქ აღვმართეთ საქართველოს და ევროკავშირის დროშები. ამას გავაკეთებთ აბსოლუტურად ყველა მუნიციპალიტეტში და ძალიან ბევრ სოფელში”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

banner
წინა სტატიაშივაშაძე – ვიწყებთ კამპანიას – „ევროკავშირი საქართველოსთვის“, ყველა სოფელში ჩავალთ და სიმბოლურად, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებს აღვმართავთ
შემდეგი სტატიაბალდის კანიონზე მიმდინარე სამუშაოებს შველი ემსხვერპლა