ხაბეიშვილი: სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ მის თავისუფლებამდე რამდენიმე საათია დარჩენილი

“სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ მის თავისუფლებამდე რამდენიმე საათია დარჩენილი და ამაში მონაწილეობას ქართველი ხალხი მიიღებს”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ხაბეიშვილმა რუსთავის ციხიდან გამოსვლის შემდეგ ისაუბრა, სადაც მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.

მისი თქმით, დღეს საკითხი დგას ამგვარად – “ან ირჩევ ღარიბაშვილის გზას, რომელიც ამბობს, რომ სააკაშვილი უნდა მოკვდეს ან ირჩევ მეუფე გრიგოლის გზას, რომელიც ამბობს, რომ მას არ უნდა მიხეილ სააკაშვილის გლოვა”.

“ღარიბაშვილმა გააკეთა განცხადება, რომ ისინი მზად არიან სააკაშვილი მოკლან ციხეში. ასევე, ჩვენ მოვისმინეთ მეუფე გრიგოლის განცხადება, რომელიც ამბობს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს სამშობლოსთვის ბევრი აქვს გაკეთებული, მათ შორის ფოთის ტაძარი, რომელიც სააკაშვილმა დაუბრუნა ფოთს. ასევე ახსოვს მას ის სიკეთეები, რომელიც სააკაშვილს აქვს გაკეთებული.

შესაბამისად, საზოგადოებას მარტივი გადაწყვეტილება აქვს მისაღები – ან ირჩევ ღარიბაშვილის გზას, რომელიც ამბობს, რომ სააკაშვილი უნდა მოკვდეს ან ირჩევ მეუფე გრიგოლის გზას, რომელიც ამბობს, რომ მას არ უნდა სააკაშვილის გლოვა, მით უმეტეს იმ პრეზიდენტის, რომელმაც ბევრი რამ გააკეთა ჩვენი ქვეყნისთვის”,- თქვა ლევან ხაბეიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიიონათამიშვილი: როცა გარკვეულ დაჯგუფებებს სურთ, სააკაშვილის შიმშილობა შეიფუთოს, როგორც პროტესტის აქტი, ეს ფასადური მცდელობაა
შემდეგი სტატიარადას დეპუტატებს მიხეილ სააკაშვილთან შესვლის უფლება მისცეს