ხაბეიშვილი – რას იღრიჭებოდა შს მინისტრი, მართლა საღ ჭკუაზე თუ არიან?

გულწრფელად მაინტერესებს რა ეკრიჭება და რა ეღრიჯება შინაგან საქმეთა მინისტრს? – ამბობს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ხაბეიშვილი და ქვეყანაში, მძიმე კრიმინოგენულ ვითარებას ეხმაურება.

მისი თქმით, მოსახლეობისთვის ბანკებსა და ქუჩებში გადაადგილებაც საშიში ხდება, ამ ფონზე კი შს მინისტრი კრიმინალზე საუბრისას კამერების წინ იცინის.

“მარტივი კითხვა დამებადა გუშინ რომ ვუყურებდი ამ ყველაფერს. რას იკრიჭებოდა და რას იღრიჭებოდა შინაგან საქმეთა მინისტრი? მართლა საღ ჭკუაზე თუ არიან? გუშინ განცხადებას აკეთებდა, იცინის იკრიჭება და რა უხარია, რომ 12 ადამიანი მძევლად აიყვანეს და რომ 5-10 კაცი რომ შევიკრიბებით, უნდა გვეშინოდეს, რომ ვიღაცა ლიმონკით არ შემოვარდეს და ავტომატით მხარზე გადაკიდებული არ დარბოდეს.

და თურმე ჰაჰაჰა 300 დღის შემდეგ დაიჭერენ ესებუას და ეს სასაცილო გახდა ადამიანის სიცოცხლეს რომ საფრთხე ემუქრება?”,- ამბობს ლევან ხაბეიშვილი გადაცემა “დღის სტუმარში”

banner
წინა სტატიაშიყვარელში, „საქართველოს ბანკის” ფილიალში მძევლად აყვანილი მომხდარის დეტალებს იხსენებს
შემდეგი სტატიამთავრობამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქმიანობების ჩამონათვალი დაამტკიცა და ამ სფეროში მომუშავეთა გაფიცვის პირობები დაადგინა