ხაბეიშვილი – პროკურატურამ და სასამართლომაც უნდა იცოდეს, რომ მოვა დრო, როცა მათი პასუხისმგებლობის საკითხიც დადგება

,,ამას კანონთან საერთო არაფერი არ აქვს. „რუსული ოცნება“ ცდილობს მედიასთან ბრძოლას და პრაქტიკულად არ დარჩა ქვეყანაში ოპოზიციურად განწყობილი მედია, რომლის ხელმძღვანელობაც არ იდევნება, უამრავი საქმე აქვთ აღძრული სხვადასხვა ტელევიზიის ხელმძღვანელზე ან მათთან დაკავშირებულ პირებზე. ყველამ უნდა იცოდეს, პროკურატურამაც და სასამართლომაც, რომ მოვა დრო, როდესაც მათი პასუხისმგებლობის საკითხიც დადგება, როგორც პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენებულების. ეს ხალხი იღებს პოლიტიკურ დაკვეთას და შემდეგ აღასრულებენ ამ გადაწყვეტილებას, მათ შორის სასამართლოც იღებს დირექტივებს „ოცნების“ ოფისიდან“, – აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.

banner
წინა სტატიაშისტოლტენბერგი ღარიბაშვილს- გვაქვს პატივი, რომ ნატოსთან საქართველოს პარტნიორობით ვიამაყოთ
შემდეგი სტატიასტოლტენბერგი – მადლობას ვუხდი საქართველოს ძალისხმევისთვის, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში გასწია ავღანეთში