ხაბეიშვილი: “ოცნება” წერს ისტორიას, რომ მძინარე პოლიციელები პროტესტანტებმა დაარბიეს

“ოცნება” წერს ისტორიას, რომ მძინარე პოლიციელები პროტესტანტებმა დაარბიეს და ოპოზიციაც თანამონაწილე ხდება”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ხაბეიშვილმა “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა.

“დღეს თუ ჰკითხავთ კობახიძეს და პროკურატურას, მძინარე პოლიციელებს მშვიდობიანი პროტესტანტები, ვინც აპროტესტებდა, ფაქტობრივად თავს დაესხნენ და დაარბიეს. პირობითად მაკო გომური დაესხა თავს სპეცრაზმს და დაარბია. ასეთ ისტორიას წერს “ქართული ოცნება”, რისი მონაწილეც ხდება ოპოზიცია, რომელმაც ამაზე ხელი მოაწერა.

მეგობრებო, გამობრძანდით და გაგვეცით პასუხი. ეს ადამიანი რომ დატოვეთ ამ დრომდე ციხეში და დგახართ და ბრიფინგებს ატარებთ. თავისუფლება კარგია ხო? მისი ბრძოლით მონაპოვარზე პარლამენტში დგომა და ბრიფინგების ჩატარება კარგია ხო?!”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

banner
წინა სტატიაში„მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფთან და ივერი მელაშვილთან დაკავშირებით მომხდარ ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
შემდეგი სტატიაომბუდსმენი: მოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანოებს, დროულად გამოიძიონ ჟურნალისტებზე თავდასხმები