ხაბეიშვილი: “ოცნება” და ივანიშვილი დიქტატურაში ცხოვრებას გვაჩვევს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებას დიქტატურაში ცხოვრებას აჩვევს.

ხაბეიშვილმა ფორმულას გადაცემაში “კომენტარი” ოპოზიციის პროტესტზე ისაუბრა და თქვა, რომ მმართველი გუნდი კონკრეტულ უსამართლობებს ჩადის.

ხაბეიშვივილმა საზოგადოებას აქციაზე მისვლისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა:

​”ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი გვაჩვევს დიქტატურაში ცხოვრებას. არჩევანის უფლება ხო წაგვართვა ახლა გამოხატვის თავისუფლებასაც გვართმევს და გვეუბნება, რომ თუ ვინმე აქციაზე გამოხვალთ და მოპარულ არჩევნებს გააპროტესტებთ, ან თავში მოგხვდებათ ან თვალებშიო.

კონკრეტულ უსამართლობებს ჩადიან და ახლა ტელევიზორში ვინც გვიყურებს და ჭოჭმანობს – თქვენთანაც მოვა ეს უსამართლობა და მოსულია გაჭირვების, კრიმინალის სახით. სახლზე დაგიკაკუნებთ უსამართლობა, ან სამსახურიდან გამოგდებით, ან იმით, რომ ეკონომიკურად გაგიჭირდებათ, ან იმით, რომ სამართალს ვერ იპოვით, ან იმით, რომ დაგაყაჩაღებენ, შეგეშინდებათ გარეთ გასვლა.

ეს უბედურება მოსულია ყველასთან, ეს ის კი არ არის, რომ მხოლოდ არჩევნები მოგვპარეს, ასე მარტივად არ უნდა ვხედავდეთ, სახელმწიფოებრიობას გვართმევენ და მინდა რომ მშვიდად არ უყუროთ ამას. მშვიდობიანად გამოდით და გააპროტესტეთ”,-ამბობს ხაბეიაშვილი.

banner
წინა სტატიაშიელისაშვილი: ქუჩაში დგომა და კონსტიტუციური ბრძოლა არის ერთადერთი იარაღი, რაც დაგვრჩა
შემდეგი სტატია“ჩვენ გვაქვს ერთ ადამიანზე ჩამოკიდებული გაურკვეველი წარმონაქმნი”-გია ბუღაძე