ხაბეიშვილი: ნაციონალური მოძრაობა“ სხვადასხვა სუბიექტებთან ერთად ემზადება გადამწყვეტი ბრძოლისთვის, ამიტომ დღეს შეიკრიბა პოლიტიკური საბჭო, რომელიც 8 ივლისს, ყრილობაზე კონკრეტულ გადაწყვეტილებებს დაამტკიცებს

„ნაციონალური მოძრაობა“ სხვადასხვა სუბიექტებთან ერთად ემზადება გადამწყვეტი ბრძოლისთვის, ამიტომ დღეს შეიკრიბა პოლიტიკური საბჭო, რომელიც 8 ივლისს, ყრილობაზე კონკრეტულ გადაწყვეტილებებს დაამტკიცებს. ჩვენ მზად ვართ გადამწყვეტი ბრძოლისთვის ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ. 26 ოქტომბერს ივანიშვილის ხელისუფლება უნდა გავისტუმროთ სახლში.“ – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა

„დაპირებისამებრ, უახლოეს დღეებში იქნება ყრილობა მოწვეული, სადაც ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს გადავწყვეტთ და რაც მთავარია, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სხვადასხვა სუბიექტებთან ერთად, ვგულისხმობ, რომ დიდ ერთობაში ემზადება გადამწყვეტი ბრძოლისთვის, ამიტომ დღეს შეიკრიბა პოლიტიკური საბჭო, რომელიც 8-ში, ყრილობაზე კონკრეტულ გადაწყვეტილებებს დაამტკიცებს და შესაბამისად, ჩვენ მზად ვართ გადამწყვეტი ბრძოლისთვის ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ.

უახლოეს დღეებში თქვენ და საზოგადოებას ეს ინფორმაცია ექნება და შესაბამისად, მე დარწმუნებული ვარ, რომ დიდ ერთობაში „ნაციონალური მოძრაობა“ აუცილებლად შეძლებს ივანიშვილის ხელისუფლების დამარცხებას. ჩვენ ვემზადებით გადამწყვეტი ბრძოლისთვის, სწორედ ამიტომ იყო დღეს პოლიტიკური საბჭო, ამიტომ ჩავატარებთ 8-ში ყრილობას იმისთვის, რომ არცერთი დღე და არცერთი საათი არ დაიკარგოს.

ჩვენ ვართ პასუხისმგებლობიანი პარტია და ყველას კარგად გვესმას, რომ ეს არ არის პარტიული არჩევნები, ეს არის სახელმწიფოსთვის გადამწყვეტი არჩევნები, ამიტომ ჩვენ აბსოლუტურად ყველაფერი პარტიული გვაქვს გადადებული, მათ შორის ერთობასთან დაკავშირებით, ფაქტობრივად დათქმების გარეშე ვმონაწილეობთ მოლაპარაკებებში, რომ არანაირი დათქმა „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მიიღონ პრაგმატული, სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება და არა პირადი ეგოებიდან გამომდინარე, თუმცა ჩვენ გვესმის, რომ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალებს აქვს თავისი დღის წესრიგი, შესაბამისად მეტიც, ვაპირებთ ნებისმიერ შემთხვევაში თანამშრომლობას ერთი მარტივი მიზეზის გამო – ჩვენ ქვეყანას ჰყავს ერთი მტერი, ეს არის ივანიშვილის ხელისუფლება, რომელიც უნდა გავისტუმროთ 26 ოქტომბერს, ეს არის ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ამოცანა და ამას გავაკეთებთ დიდ ერთობაში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად და სხვა პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებს ვუსურვებ წარმატებას.“ – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ვინტაჟური ნივთების ბაზრობაზე ვორკშოპი გაიმართება
შემდეგი სტატიალევან ხაბეიშვილი – სხვა ქვეყნიდან 300-500 კუნთმაგარი პირის ჩამოყვანა იგეგმება, რომლებიც არჩევნებზე თავ-პირს დაამტვრევენ ოპოზიციის მხარდამჭერებს