ხაბეიშვილი – მურსაკულოვმა 2020 წელს ადამიანი დაჭრა, შეეშინდათ და არ უჩივლეს, რადგან “ოცნების” აქტივისტი იყო

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკის მკვლელობისთვის ბრალდებულმა რაფალ მურსაკულოვმა, 2020 წელს ადამიანი დაჭრა, თუმცა მის წინააღმდეგ საქმე აღძრულა.

როგორც ხაბეიშვილმა “მთავარი არხის” გადაცემა “დღის სტუმარში” აღნიშნა, დაზარალებულს შეეშინდა და არ უჩივლა, რადგან იცოდა, რომ მურსაკულოვი “ქართული ოცნების” მხარდამჭერი იყო და მას ხელს დააფარებდნენ.

“ჩემი ინფორმაციით, 2020 წელს მას კონკრეტული ადამიანი ჰყავდა დაჭრილი და იმის გამო, რომ ის “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ყველაზე აქტიური აქტივისტი იყო და ასე შემდეგ, იმ ადამიანს ჩივილიც კი შეეშინდა, იმიტომ, რომ მაინც არ დაისჯებოდა. ამის მერე ვხედავთ, რომ ეს ადამიანი აგრძელებს საჯარო საქმიანობას”, – აღნიშნა ხაბეიშვილმა.

რაც შეეხება მურსაკულოვის თანამდებობას, ენმ-ს წევრი ამბობს, რომ საოლქო კომისიის წევრების არჩევა “ოცნების” მაღალჩინოსნების გარეშე არ ხდება.

“რომელიმე ოლქში რომ მოხვდე საქართველოში, განსაკუთრებით დედაქალაქში პირდაპირ გეუბნებით, რომ ძალიან, ძალიან მყარი ზურგი უნდა გყავდეს. ვინმეს თუ სჯერა, რომ იქ რაღაც კონკურსი ჩავატარეო ოლქის თავმჯდომარე რომ იძახის, ვაი შე უბედურო აქედან მინდა ვუთხრა. რა კონკურსი ჩაატარა? ვის აბოლებენ? რა ჰგონიათ რომ ბნელა და არ ვიცით ოლქში როგორ ირჩევენ წევრებს? რა თქმა უნდა ქართული ოცნების ხელდასმით იყო პირდაპირ, როგორც ნეიტრალური წევრი”, – თქვა ლევან ხაბეიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიუახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
შემდეგი სტატიაყვარელში, „საქართველოს ბანკის” ფილიალში მძევლად აყვანილი მომხდარის დეტალებს იხსენებს