ხაბეიშვილი: მნიშვნელოვანია თანამდებობაზე “ახალი თამარ ჟვანია”

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ “ქართულმა ოცნებამ” თანამდებობაზე “ახალი თამარ ჟვანია” არ დანიშნოს.

“ფაქტია, რომ თამარ ჟვანია გადადგომას არ აპირებდა. რა თქმა უნდა, ეს არ არის მისი გადაწყვეტილება, მისი გადაწყვეტილება იყო, ის, რასაც ერთი კვირის წინ გვაცნობდა, რომ უნდოდა ამ არჩევნების გადაწერაც. ახლა საზოგადოებისთვისაც, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვისაც, პოლიტიკური პარტიებისთვისაც, ჩვენი დასავლელი და ევროპელი მეგობრებისთვისაც, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ახალი თამარ ჟვანიას არჩევის შესაძლებლობა არ მივცეთ ქართულ ოცნებას”,– თქვა ლევან ხაბეიშვილმა.

banner
წინა სტატიაშივაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალში ხანძარია
შემდეგი სტატიაროგორ აირჩევენ ცესკოს ახალ თავმჯდომარეს