ხაბეიშვილი მიხეილ სააკაშვილზე: შემოახიეს ტანსაცმელი, ახოხიალეს და ვერ გატეხეს

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ხაბეიშვილი, პენიტენციური სამსახურის მიერ კადრების გასაჯაროებას ეხმაურება, რომელიც მესამე პრეზიდენტის გლდანის ციხის საავადმყოფოში ძალადობრივად გადაყვანას ასახავს.

“ვაჟკაცურად უწევს წინააღმდეგობას რუსულ რეჟიმს! მოტყუებით წამოიყვანეს რუსთავის ციხიდან. დილეგში, ტყვეობაში მყოფი პრეზიდენტი მოატყუეს და თავს დაესხნენ. გვიან გაიგო რომ გლდანში, კრიმინალებში მიჰყავდათ საწამებლად.

ათობით ტურა ახვევია თავს … შემოახიეს ტანსაცმელი, იძალადეს, ახოხიალეს და ვერ გატეხეს!

მთელი ამ ხნის განმავლობაში, მიშას გულზე კიდია ხის ჯვარი. ჯვარი, რომელიც მეუფე ნიკოლოზმა გადასცა… კიდევ უფრო გაძლიერებული და თავდაჯერებულია. საქართველოს სიყვარული, ქართველი ხალხის სიყვარული და რწმენა აძლიერებს.

გულწრფელად ვდარდობ თითოეულზე, ვისაც რუსების მსგავსად გიხარიათ მესამე პრეზიდენტის ტყვეობა”, – წერს ლევან ხაბეიშვილი.

banner
წინა სტატიაშიმელია – ყოველდღე კიდევ უფრო ხალხმრავალი აქციები გაიმართება
შემდეგი სტატიამდინარაძე კადრებზე: აბა, როგორ უნდა მოექცეს პატიმარს?!