ხაბეიშვილი მერიაში ხელფასების ზრდაზე – თუ კალაძე ხელს მოაწერს, ბევრ სიურპრიზს მოვუწყობ

თბილისის მერიის მუნიციპალური სერვისების განვითარების სამსახური ხელფასების გაზრდას ითხოვს. დოკუმენტაციას “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ლევან ხაბეიშვილი ასაჯაროებს. მუნიციპალური სერვისების განვითარების სამსახური 95 თანამშრომლისთვის სახელფასო ფონდის 4 მილიონზე მეტი ლარით გაზრდას ითხოვს. საგანგებო წერილი, მერი, კახი კალაძის სახელზეა დაწერილი.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ხელფასების ზრდას არ დაუშვებენ, მაშინ, როცა იქ დასაქმებული ადამიანების ანაზღაურება 8-9 000-ია. რაც შეეხებათ ეკონომისტებს, მათი თქმით, მერია კრიზისის დროს ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებისკენ უნდა იყოს მიმართული.

“დედაქალაქის მერი შიდა მიმოწერა ჩაგვივარდა ხელში, სადაც კონკრეტული სამსახური ყოველთვიურად ანაზღაურების სახით ერთ თანამშრომელზე ითხოვს 12 900 ლარს, 9 200 ლარს, 8 500 ლარს, მადა ძალიან კარგი აქვთ. 15 წელი რაც ერთ სოციალურად დაუცველს უნდა მისცენ თურმე ერთ თვეში უნდა აიღოს კონკრეტულმა თანამშორმელმა მერიაში”, – თქვა ლევან ხაბეიშვილმა.

მისი თქმით, თუ კალაძე ამ წერილს ხელს მოაწერს, ჰპირდება, ბევრ სიურპრიზს მოუწყობს.

ჯერ უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მერი ლაშა მაჭავარიანის წერილთან დაკავშირებით.

banner
წინა სტატიაში“ცესკოს კორუმპირებული კლანი მართავს” – დროას და ლელოს მოკვლევა
შემდეგი სტატიათბილისის მერიის მიერ მოწვეული უცხოელი სპეციალისტები მდგომარეობას ადგილზე სწავლობენ