ხაბეიშვილი: მეასე ხარისხოვანია ყველა ის სამთავრობო გადაადგილება, რომელიც ახლა იქნება

„მეასე ხარისხოვანია ყველა ის სამთავრობო გადაადგილება, რომელიც ახლა იქნება. ეს არ არის სამთავრობო გადაადგილებები, ეს არის ბიძინა ივანიშვილის კარზე ვაჭრობა. 26 ოქტომბრის არჩევნებზე ყველაფერი უნდა შეიცვალოს ამ ქვეყანაში, მათ შორის პროკურორის არჩევის წესი, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყნის რუსეთიზაცია მოხდება ბოლომდე, ისე როგორც ახლა სურს ივანიშვილს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოში იყოს რეჟიმი.“ – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯრომარემ ლევან ხაბეიშვილმა, გენერალური პროკურორის არჩევასთან დაკავშირებით

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით – „მეასე ხარისხოვანია ყველა ის სამთავრობო გადაადგილება, რომელიც ახლა იქნება. ეს არ არის სამთავრობო გადაადგილებები, ეს არის ბიძინა ივანიშვილის კარზე ვაჭრობა.
ყველას უნდა გვესმოდეს, რომ პროკურატურაც, სასამართლოც, ადამიანის უფლებების მიმართულებით ძალიან ბევრი სამუშაო იქნება არჩევნების შემდეგ, დღეს არ არსებობს ეს სტრუქტურები სახელმწიფოში, ეს აქვს მიტაცებული ივანიშვილს დაწყებული შინაგან საქმეთა სამინისტროდან, გაგრძელებული სასამართლოთი და პროკურატურით. ამიტომ უნდა დაივიწყოთ ახლა ეს თემები, მთავარი თემა არის არჩევნები, მთავარი თემა არის 26 ოქტომბერი.
26 ოქტომბერს ან დავიხსნით ჩვენს ქვეყანას ამ კრიმინალური რეჟიმისგან და გავაგრძელებთ გზას ევროკავშირისკენ, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი მათ შორის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობისთვის, თუ არა და ახლა რაზეც თქვენ საუბრობთ – გადაადგილებებზე, ეს იქნება მეათასე ხარისხოვანი მარტივი მიზეზით – არავის დააინტერესებს ვინ იქნება ამ ქვეყანაში პროკურორი, პოლიციელი და სხვა. რატომ? – იმიტომ რომ ქვეყნის რუსეთიზაცია მოხდება ბოლომდე და ამ ქვეყანაში არ იარსებებს არც დემოკრატია, არც თავისუფალი მედია, არც ოპოზიციური არხები და არც თავისუფალი სიტყვა, ისე როგორც ახლა სურს ივანიშვილს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოში იყოს რეჟიმი.
გულწრფელად გეუბნებით არც ერთი არ არის ჩემთვის საინტერესო, ეს ყველაფერი არის დროებითი, 26 ოქტომბერს ყველაფერი უნდა შეიცვალოს ამ ქვეყანაში მათ შორის მიდგომები, მათ შორის პროკურორის არჩევის წესი, მათ შორის სასამართლო კლანი და ა.შ.
ამიტომ 26 ოქტომბერი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის განმსაზღვრელი და არა ის, თუ ვის დაამტკიცებენ ერთი და ორი თვით ამა თუ იმ თანამდებობაზე.“- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა

banner
წინა სტატიაშილევან ხაბეიშვილი – სხვა ქვეყნიდან 300-500 კუნთმაგარი პირის ჩამოყვანა იგეგმება, რომლებიც არჩევნებზე თავ-პირს დაამტვრევენ ოპოზიციის მხარდამჭერებს
შემდეგი სტატიარუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილე გიორგი ჯაფარიძე მოსამართლემ 5 000 ლარით დააჯარიმა