ხაბეიშვილი: ლევან ვარშალომიძის დაკავება მოხდა პუტინის რუსეთის მოთხოვნით. ძალიან დიდი იმედი, რომ მას არ გადასცემენ რუსეთს, რადგან მის სიცოცხლეს დაემუქრება საფრთხე, ამიტომ ვიმედოვნებ, რომ რამდენიმე დღეში, მაქსიმუმ რამდენიმე კვირაში ლევან ვარშალომიძე იქნება თავისუფალი

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით ლევან ვარშალომიძის დაკავება მოხდა პუტინის რუსეთის მოთხოვნით საზღვარზე. გააჩერეს მხოლოდ იმიტომ, რომ პუტინის რუსეთი ეძებს ლევან ვარშალომიძეს, რადგან ის პირველ რიგში არის საქართველოს პატრიოტი, ის კონკრეტულ საქმიანობას ეწევა უკრაინაში და იბრძვის უკრაინიდან ისე, როგორც მას ეს შეუძლია და შესაბამისად, ამიტომაც ჰყავს პუტინს ის მტრად გამოცხადებული. საბოლოო ჯამში მე დარწმუნებული ვარ და მაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ მას არ გადასცემენ რუსეთს, რადგან მის სიცოცხლეს დაემუქრება საფრთხე, ამიტომ ვიმედოვნებ, რომ რამდენიმე დღეში, მაქსიმუმ რამდენიმე კვირაში ლევან ვარშალომიძე იქნება თავისუფალი.” – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა

banner
წინა სტატიაშიAWS GameDay – თიბისი IT აკადემიისა და AWS-ს ერთობლივი პროექტი საქართველოში  
შემდეგი სტატიაAWS GameDay – თიბისი IT აკადემიისა და AWS-ს ერთობლივი პროექტი საქართველოში