კრემლიდან ნაკარნახევი კანონით საქართველოს EU–ში გაწევრიანების პერსპექტივა არ აქვს, – ამის შესახებ ენმ-ს თავმდჯომარე ლევან ხაბეიშვილი საუბრობს. ოპოზიციონერი ლიდერი მიიჩნევს, რომ კონკრეტული პირებს მიმართ ინდიავიდუალური სანქციების დაწესება საჭიროც კია, რათა მათ საკუთარ ქმედებებზე პასუხი აგონ.
ეს არის კონკრეტული გზავნილი, რომ საქართველოს პერსპექტივა არ ექნება ევროკავშირში ასეთი კანონით, რომელიც პირდაპირ ნაკარნახევია კრემლიდან. ელჩების განცხადებაც ადასტურებს, რომ ამ კანონის პირობებში საქართველოს არანაირი პერსპექტივა არ ექნება ევროკავშირში გაწევრიანდეს. თუ ისინი სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებენ, ამ შემთხვევაში, საჭიროც კია ინდივიდუალური სანქციები იმისთვის, რომ ამ ადამიანებმა იგრძნონ იმის ფასი, რასაც სახელმწიფოს წინააღმდეგ აკეთებენ. ჩვენ პარტნიორებს კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებაც მოუწევთ და კონკრეტულ ადამიანებს ამ სანქციების ქვეშ ცხოვრებაც, – ამბობს ხაბეიშვილი.
თუ საქართველოს ხელისუფლება რუსულ კანონს უკან არ გაიწვევს, საქართველო ევროკავშირში გაწევრინების მოლაპარაკებების გახსნაზე უარს მიიღებს. მსოფლიოში ცნობილი გამოცემა ევროკაშირის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ბრიუსელი მკაცრი ზომების მისაღებად ემზადება.
ამასთან, რუსული კანონის მიღების შემთხვევაში საქართველოსთან მოლაპარაკებების გახსნის წინააღმდეგები არიან გერმანია, საფრანგეთი და ესტონეთიც. ამის შესახებ აღნიშნული ქვეყნების ელჩებმა გუშინ განაცხადეს.