ხაბეიშვილი კობახიძის განცხადებაზე: მათი მთავარი საზრუნავი არის მთავარი ოპონენტის გაყვანა პოლიტიკური სივრციდან

“მათი მთავარი საზრუნავი არის მთავარი ოპონენტის გაყვანა პოლიტიკური სივრციდან” – ასე გამოეხმაურა “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ხაბეიშვილი “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას.

“ამ განცხადებაში ყველაფერი იყო ნათქვამი, რომ მათ ეშინიათ პრეზიდენტ სააკაშვილის, სწორად ეშინიათ. ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლას მოჰყვა ის, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” და ოპოზიციამ მოიგო ყველა დიდი ქალაქი, შესაბამისად მათი მთავარი საზრუნავი არის მთავარი ოპონენტის გაყვანა პოლიტიკური სივრციდან და ამის შემდეგ საუბრობენ, რომ თურმე მერე იქნება რაღაცაზე ლაპარაკი. ის, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი მოქალაქეზე იფიქრებს და მათ გამო საკუთარი ჯანმრთელობა და სიცოცხლე გასწირა, ეს ნახა საზოგადოებამ, ამიტომ კობახიძეს რა სურს ერთია და მეორე რა რელობა დადგება”, – თქვა ლევან ხაბეიშვილმა.

banner
წინა სტატიაშითალაკვაძე: შერიგება თუ შესაძლებელია, ის სამართლიანობას უნდა ეფუძნებოდეს
შემდეგი სტატიასაძაგლიშვილი: სასაცილოა ფაქტი, რაზეც გამოძიება დაიწყო