ხაბეიშვილი: ყველამ უნდა იაქტიუროს, მათ შორის სოფლებში, დაბებში, მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობამ გამოთქვას პროტესტი

საქართველოში ჩამოსვლით სააკაშვილმა თავად გვაჩვენა თავგანწირვის სერიოზული მაგალითი, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“ის იკავებდა თანამდებობას უკრაინაში. ის მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში გადაადგილდებოდა. მან ეს ნაბიჯი გადადგა იმიტომ, რომ აჩვენა ჩვენს მოქალაქეებს როგორ უნდა იბრძოლო იმისათვის, რომ ქვეყანაში ცვლილებები განახორციელო.

რაც შეეხება მის მოწოდებას, რომ ყველამ უნდა იაქტიუროს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის სოფლებში, დაბებში და ყველგან, სადაც რაიმე საჯარო დაწესებულებაა, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობამ გამოთქვას პროტესტი და მათ შორის იყვნენ თვითორგანიზებული, ასეთი იყო იყო სააკაშვილის მოწოდება”, – აღნიშნა ხაბეიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე სააკაშვილზე: „პინოქიო“ ან „ბურატინო“ უფრო მოუხდება
შემდეგი სტატიაBeyond Banking, Beyond Georgia