ხაბეიშვილი: ყველა მონაწილე ვთანხმდებით ერთ რამეზე – საქართველო ივანიშვილის გარეშე, ივანიშვილის პირობებში საქართველოში არანაირი არჩევნები არ იქნება

“მნიშვნელოვანია ყველას ესმოდეს, რომ სანქცირებული ივანიშვილი სანქცირებული კალანდარიშვილით საქართველოში არჩევნებს არასდროს არ ჩაატარებს, შესაბამისად უკვე რომ გარკვეულ ჯგუფებს დაწყებული აქვთ მზადება ე.წ არჩევნებში მონაწილეობისთვის, ეს არანორმალურია, ამიტომ აქ პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ვთანხმდებით ერთ რამეზე – საქართველო ივანიშვილის გარეშე, ივანიშვილის პირობებში საქართველოში არანაირი არჩევნები არ იქნება, ეს იქნება უბრალოდ სპექტაკლი, სადაც ის სხვადასხვა მსახიობებს შესთავაზებს როლებს, ზოგი დაირქმევს რომ პოლიტიკოსია, ზოგი მერობის კანდიდატი. ჩვენი მიზანია ივანიშვილის დამხობა და ამის შემდეგ არჩევნების ჩატარება, სადაც ხალხი გადაწყვეტს ვინ იქნება ხელისუფლებაში, ვინ კოალიციაში და ა.შ.” – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა

banner
წინა სტატიაშიმარკო რუბიო: დასრულდა პასიური მოპყრობის დღეები იმ ადამიანების მიმართ, ვინც ამერიკელების უფლებების შელახვაზე მუშაობს
შემდეგი სტატიაივანიშვილი ეტაპობრივად თამაშიდან გასვლას აპირებს და პროცესებს კობახიძეს აბარებს – შაიშმელაშვილი გომელაურის გადადგომაზე