ხაბეიშვილი – ივანიშვილის ხელისუფლების გამარჯვების შემთხვევაში, კიდევ უფრო გაძვირდება ისედაც გაძვირებული გადასახადები

ივანიშვილის ხელისუფლების გამარჯვების შემთხვევაში საქართველოში კიდევ უფრო გაძვირდება, ისედაც გაძვირებული გადასახადები, ამიტომ 26 ოქტომბერს უნდა გაიმარჯვოს ხალხმა, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ხაბეიშვილი აცხადებს, გაძვირდება სხვადასხვა სერვისის საფასური და მოსაკრებელი.

„ელექტროენერგიის ფასი მოიმატებს მინიმუმ 5 – 7 თეთრით, გაზის გადასახადი მინიმუმ 65-70 თეთრი გახდება, საწვავის ფასი 4 ლარამდე გაიზრდება, მინიმუმ 20-30%-ით გაიზრდება პირველადი მოხმარების პროდუქტების ფასი. გაძვირდება სხვადასხვა სერვისის საფასური და მოსაკრებელი.

26 ოქტომბერს უნდა გაიმარჯვოს ხალხმა“, – წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშიბეჟაშვილი – გუშინ ქართულმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახა თუ როგორი არაადეკვატური ხელისუფლება ჰყავს ქვეყანას
შემდეგი სტატიაზახაროვა – ჩეხეთის პრეზიდენტის განცხადება, რომ „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენი უკრაინის უკრაინის ლეგიტიმური სამიზნე იყო, „ალ-ქაიდასა“ და „ისლამური სახელმწიფოს“ განცხადებების მსგავსია