16.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 12, 2026
banner

ხაბეიშვილი: ირაკლი კობახიძის ნებართვითა და მითითებით, ივანიშვილის საამებლად აწამეს ბაჩიაშვილი და მოამზადეს მისი მკვლელობა

“თავდაუბანელმა, “კა-გე-ბე”-ს მოტივებზე, “გრუს” აგენტურის გარემოცვაში აღზრდილმა, გავრილოვის ღამის შემოქმედმა, პრემიერად წოდებულმა – კობახიძემ, საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია რიჟვაძის მკვლელობის მცდელობის დღეს, ადგილას იყო თუ არა “შსს”-ს მინისტრი და მამუკა მდინარაძე, ან ყოფილი თანამდებობის პირები?!
მის კისერზეა ამ “ბესპრიძელშიკური” გარჩევის დაგეგმვა და შემდეგ განვითარებული მოვლენები!
კვირაზე მეტი გავიდა და საზოგადოებას არ აქვს პასუხი – ვინ იყო მკვლელობის მცდელობის დღეს, რიჟვაძესთან შეხვედრაზე!!!! – გუშინდელი ბუტბუტი და მდინარაძის გამოგორება არასაკმარისია!

არაფორმალური დაჯგუფების, შეიარაღებული ბანდფორმირების შექმნა, რომლის მეთაურიც არის მამუკა მდინარაძე, დააორგანიზა ირაკლი კობახიძემ!

ირაკლი კობახიძის ნებართვითა და მითითებით, ივანიშვილის საამებლად აწამეს ბაჩიაშვილი და მოამზადეს მისი მკვლელობა. ბაჩიშვილის სიცოცხლე საფრთხეშია და ნებისმიერ დროს იგივე სცენარით შესაძლოა უბრალოდ ფიზიკურად გაანადგურონ დამწყვდეული ადამიანი!

სერიული მკვლელები არიან ხელისუფლებაში და მათი “ბოსიც” აბსოლუტური შლეგი, რუსი ოლიგარქია, რომელსაც მხოლოდ ფული აინტერესებს!” – წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე – არსებობს კანონმდებლობა, არსებობს წესი, არც მე და არც ჩემი თანაგუნდელები არ ვართ ადამიანები, ვინც სპეცრაზმით შეუვარდება ოჯახებს და გამოიყვანს
შემდეგი სტატია“ივანიშვილის რეჟიმი ყველანაირად შეეცდება, უვიზო რეჟიმის შეჩერება ევროპას დააბრალოს” – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა