ხაბეიშვილი იპოდრომზე: ივანიშვილს უნდა, რომ საქართველოსთვის მოპარული ფული, ოფშორში მოხვდეს

გაყიდული იპოდრომი და “ლაგუნა ვერე” – ივანიშვილის ტრანზაქციებს ოპოზიციაში ფინანსურ მაქინაციას უწოდებენ. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ ოლიგარქს საქართველოში შავი ფულის გათეთრების პრობლემა აქვს და სურს, რომ ხალხის მოპარული ფული მსგავსი ტრანზაქციებით ოფშორში გაიტანოს.

„ფული, რომელიც საქართველოს მოჰპარა, უნდა რომ რაღაცნაირად მოხვდეს ოფშორში და გააქვს აქედან. თუ რამე სხვა მიზეზი აქვთ, კონკრეტულად გვითხრან მაშინ ბიძინამ, ბიძინას რატომ მიყიდა რამე. ივანიშვილს აქვს შავი ფულის გათეთრების პრობლემა და ამიტომაც არის, რომ სხვადასხვა ტრანზაქციებს იყენებს და სხვადასხვა ხერხებს, რომ სადღაც რაღაც სესხად ჩადოს და საბოლოო ჯამში მივდივართ იქამდე, რომ ეს ყველაფერი არის ფიქტიური და რეალობაში ხდება ქართველი ხალხის ნაძარცვი ფულის გათეთრება“,-აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

გაყიდული იპოდრომისა და “ლაგუნა ვერესთან” დაკავშირებით კითხვები აქვთ “ევროპულ საქართველოშიც”. პარტიაში აინტერესებთ, რატომ გადაიტანეს 60 მილიონი ლარი ერთი ჯიბიდან, მეორეში. ირაკლი აბესაძის თქმით, კითხვები უკანონო ტრანზაქციებთან დაკავშირებით უფრო მეტ ეჭვს ბადებს.

„მთავარი შეკითხვები, რატომ მოხდა 60 მილიონის ერთი ჯიბიდან მეორეში გადატანა, რა წარმოშობა აქვს ამ 60 მილიონს და რაში დაიხარჯება ეს, კვლავ ძალაშია და ეს ბუნდოვანება კიდევ უფრო მაღალი ალბათობით გვაფიქრებინებს, რომ საქმე გვაქვს გარკვეული ტიპის უკანონო ტრანზაქციასთან. თუ მით უმეტეს დავუმატებთ, რომ ამავე კომპანიით, რომლის ანგარიშზეც 60 მილიონი ლარი ჩაირიცხა, რამდენიმე თვის უკან ივანიშვილმა საკუთარი ბანკიდან, “ქართუ ბანკიდან”, გამოიტანა სესხი, სავარაუდოდ ათეულობით მილიონი ლარი და ამის სანაცვლოდ დატვირთვა მის საკუთრებაში მქონე “ლაგუნა ვერე“,-აცხადებს ირაკლი აბესაძე.

შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულმა კომპანიამ ლაგუნა ვერე სესხის ასაღებად “ქართუ ბანკში” ჩადო. საჯარო რეესტრის ამონაწერებიდან ირკვევა, რომ იპოთეკის ხელშეკრულება ქართუ ბანკთან შპს “ინვესტკაპიტალმა” გააფორმა.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე: თუ მუხიანის სკვერის რეაბილიტაცია ორ კვირაში არ დასრულდება, შეგიძლიათ, კონტრაქტორი კომპანია გააბრძანოთ
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის მხარდაჭერით „წიგნების თაროს სკოლის“ საზაფხულო ონლაინ კურსი იწყება