ხაბეიშვილი ღარიბაშვილზე: ამას ნორმალურ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი არ განაცხადებს

პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომ “ქართული ოცნება” არჩევნებზე ხმების 53%-ს მიიღებს ენმ-ს წევრი, ლევან ხაბეიშვილი ეხმაურება.

“სიგიჟეა ჩვეულებრივი, როცა ამბობს, რომ გაჭირვებული ადამიანები იმდენად ბედნიერები არიან, რომ ახლა 8 თეთრით რომ გაძვირდა ბუნებრივი აირი, 3 ლარი რომ გახდა საწვავი, გაიქცევიან და “ქართულ ოცნებას” მისცემენ ხმას.

ამას ნორმალურ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი არ განაცხადებს, მაგრამ ოლიგარქის ვეზირი ამაზე ხელის მომწერი ნამდვილად არის”,-  “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ხაბეიშვილი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება.

ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ  “ქართული ოცნება” არჩევნებზე 53%-ს აიღებს.

banner
წინა სტატიაშიხანძრის შედეგად დაზარალებულების დახმარება-აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის განცხადება
შემდეგი სტატიანინოწმინდის პანსიონში ზეწოლის ახალი ფაქტები