“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მისი “წამების ვიდეოები კობახიძეს და მდინარაძეს გაუგზავნეს”.
მისივე თქმით, მის ცემას “ხარება იღებდა”.
მე რამდენიმე კავშირი მქონდა და ახლა კობახიძეზე… ჩემი, ასე ვთქვათ, წამების ვიდეო ჩაუგდეს კობახიძეს და მდინარაძეს. ეს ინფორმაცია მაქვს. ხარებაზე ვთქვი, რომ იღებდა,” – განაცხადა ხაბეიშვილმა.
შეგახსენებთ, „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციების მსვლელობისას, ლევან ხაბეიშვილს სპეცრაზმელებმა სცემეს. პოლიტიკოსს კლინიკაში გადაყვანაც დასჭირდა. ხაბეიშვილს თავის არეში და სახეზე ძლიერი ცემის კვალი აღენიშნებოდა და უჭირდა გადაადგილება. მომხდარისთვის არავინ დასჯილა.















