ხაბეიშილი: კობახიძე-მდინარაძემ ლილუაშვილი, ღარიბაშვილი, ფარცხალაძე, გომელაური და რიჟვაძე ივანიშვილთან დააბეზღეს და 1 მლრდ-მდე ფულის მოპარვაში ამხილეს

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი “ქართული ოცნების” შიგნით არსებულ დაპირისპირებაზე საუბრობს. ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ ირაკლი კობახიძემ და მამუკა მდინარაძემ პარტიაში “გადატრიალება დაგეგმეს” და ახლა კონკრეტულ პირებს, ყოფილ თუ მოქმედ თანაგუნდელებს დევნიან.

მისი თქმით, კობახიძე-მდინარაძემ ლილუაშვილი, ღარიბაშვილი, ფარცხალაძე, გომელაური და რიჟვაძე ივანიშვილთან დააბეზღეს და 1 მლრდ-მდე ფულის მოპარვაში ამხილეს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ “ოცნების” არაერთ წევრს ციხე ემუქრება იმის გამო, რომ მათ ივანიშვილამდე მისი თქმით, ნაძარცვი ფულის წილი არ მიჰქონდათ და მსგავს “მაფიებში” არიან გახლართულები.

კობახიძემ და მდინარაძემ შიდა გადატრიალება დაგეგმეს “ქართულ ოცნებაში” და წინა თაობის ქოცებს დევნიან პირდაპირი მნიშვნელობით.

ახლა, სანქცირებულ ივანიშვილს, რომელმაც 4 მლრდ დაკარგა სანქციების პირობებში და გაშლეგებული, ფაქტობრივად, გაწანწალებული დასდევს ფულს და სხვადასხვა ჩინოვნიკს მოპარულს სთხოვს. ამასობაში მდინარაძემ და კობახიძემ დააბეზღეს, პირდაპირი მნიშვნელობით, ლილუაშვილი, ღარიბაშვილი, ფარცხალაძე, გომელაური და რიჟვაძე და ბიძინა ივანიშვილს აუტანეს დოკუმენტები, სადაც დაუმტკიცეს, რომ 1 მლრდ-მდე ადამიანებს მოპარული აქვთ ისე, რომ ბიძინასთან არ მიუტანიათ წილი. კალაძის ქეისი აბსოლუტურად ცალკეა კიდევ და ამასობაში, აღმოჩნდა, რომ გომელაურმა დაიწყო თავის მართლება და თქვა, რომ ბატონო ბიძინა, რაც თქვენტან არ მომქონდა, მიმქონდა უჩა მამაცაშვილთან. საუბარია ივანიშვილის საყვარელ დეიდაშვილზე და ივანიშვილის საყვარელმა დეიდაშვილმა მოკურცხლა, გაექცა ბიძინა ივანიშვილს, იმიტომ, რომ ეშინია მასაც დაჭერის. ისტორიებს, რომლებსაც ვყვები, ფაქტობრივად, გზა და გზა ადასტურებს. ოხანაშვილმა თქვა, რომ ლილუაშვილი დასაკითხია, სავარაუდოდ, მას ციხე ელოდება, ისევე, როგორც შემიძლია, დაგიდასტუროთ, რომ ხმალაძეს, სავარაუდოდ, კალაძის ყოფილ მოადგილეს არ სცდება ციხე, იმიტომ, რომ ხმალაძეც ამ მაფიებშია გახლართული, – ამბობს ხაბეიშვილი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ სუსის შეფმა ლილუაშვილის დაკითხვაზე დაბარება დააანონსა. ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ისეთი მასშტაბის დანაშაული, როგორიც რომეო მიქაუტაძის ქეისია, სუსს არ უნდა გამოჰპარვოდა.

banner
წინა სტატიაშიდაიბარებს თუ არა “ქართული ოცნება” სალომე ზურაბიშვილს წულუკიანის კომისიაზე?
შემდეგი სტატიაგიორგი ვაშაძის წერილი საპატიმროდან