19.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 14, 2026
banner

ყაბარდო-ბალყარეთში ზვავს 17 მთამსვლელი ემსხვერპლა, მათ შორის, რუსეთის ეროვნული გვარდიის წევრები

ყაბარდო-ბალყარეთში, ბეზენგის ხეობაში ზვავში მოყოლილი ჯგუფის ბოლო, მე-17 წევრის ცხედარიც იპოვეს.

რუსული მედიის ცნობით, რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ 6 სექტემბრიდან მიმდინარე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ოფიციალურად დასრულდა.

6 სექტემბერს, მიჟირგის მთიდან ზვავი ჩამოწვა და ბეზენგის ხეობაში ფერდობზე 33 მთამსვლელისგან შემდგარი ჯგუფი მოიყოლა. 9 სექტემბრის შუადღისთვის მაშველებმა 14 მთამსვლელის ცხედარი იპოვეს, მომდევნო დღეებში კიდევ ორის, დღეს კი ბოლო, მე-17 ცხედარიც ამოასვენეს.

დამოუკიდებელი რუსულენოვანი გამოცემა Meduza-ს ცნობით, დაღუპულებს შორის არიან რუსეთის ეროვნული გვარდიის წევრები, რომლებიც სამთო- საწვრთნელ ბანაკში იმყოფებოდნენ.

banner
წინა სტატიაშიდონალდ ტრამპი: ზელენსკიმ რუსეთში დიზელის საწვავის ობიექტების განადგურება უნდა შეწყვიტოს
შემდეგი სტატიასაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 14 სექტემბერს სიონის ტაძარში პარაკლისს აღავლენს