ყაბარდო-ბალყარეთის ხელმძღვანელმა ყაზბეკ კოკოვმა ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის 15 წლის შვილი, ადამ კადიროვი ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკის ღირსების ორდენი დააჯილდოვა, – ამის შესახებ რეგიონის ხელმძღვანელმა ტელეგრამის საკუთარ არხზე განაცხადა.
“რამზან ახმატოვიჩი ღირსეულად ასრულებს ჩვენი პრეზიდენტის ვლადიმერ ვლადიმიროვიჩ პუტინის მიერ დაკისრებულ დავალებებს, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და მთლიანობის განმტკიცებაში. შვილებსაც იმავე სულისკვეთებით ზრდის”, – წერს კოკოვი.
კადიროვი უმცროსის ორდენი უმაღლესი ჯილდოა ყაბარდო-ბალყარეთში. როგორც კოკოვი წერს, მის მისაღებად ბავშვი ბიძასთან, სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატ ადამ დელიმხანოვთან ერთად მივიდა.
რამზან კადიროვის ვაჟი ადამი, რომელმაც გროზნოს წინასწარი დაკავების იზოლატორში დაკავებულ ნიკიტა ჟურაველს სასტიკად სცემა, დაინიშნა ჩეჩნეთის ლიდერის უსაფრთხოების სამსახურში “საპასუხისმგებლო თანამდებობაზე”.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ რამზან კადიროვმა ადამს „ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის“ წოდება მიანიჭა.



















