კეზერაშვილის დაფინანსებული ტელევიზიის დირექტორი ზუკა გუმბარიძე იქნება

“ფორმულა კრეატივის” დამფუძნებლის, მიშა მშვილდაძის განცხადებით, დავით კეზერაშვილთან თანამშრომლობით დასაფუძნებელი ტელევიზიის დირექტორი ზუკა გუმბარიძე იქნება, რომლის სამუშაო კაბინეტსაც დღეს პროკურატურა ჩხრეკდა. ამის შესახებ მშვილდაძემ გადაცემა “თავისუფალ ბაზარში” ისაუბრა.

ზუკა გუმბარიძე “ფორმულა კრეატივის” ერთ-ერთ დამფუძნებელი, პროდიუსერი და “ინტერმედიის” დირექტორია, რომელიც რუსთავი 2-ის ქვეკონტრაქტორი სარეკლამო სახლია.

მიშა მშვილდაძის განცხადებით, დათო კეზერაშვილმა, ვისაც რომელ პარტიასაც არ უნდა დაუჭიროს მხარი, პირადად იძლევა გარანტიას, რომ ეს არ იქნება ახალი ტელევიზიის საქმიანობის მთავარი ღერძი, რადგან ამაზე წინასწარ შეთანხმდნენ. მშვილდაძის თქმით, დავით კეზერაშვილთან შეთანხმდნენ იმის თაობაზე, რომ ტელევიზია არ იმუშავებს ერთ პარტიაზე, რადგან ამით ვერ მიაღწევენ მიზანს.

banner
წინა სტატიაშითუ გვარამიას დააკავებენ, იქნება კიდევ ერთი პოლიტიკური პატიმარი ქართული მართლმსაჯულებისთვის – მეუფე პეტრე
შემდეგი სტატიასამართალდამცავებმა დოკუმენტაცია და სეიფი წაიღეს – რუსთვაი 2-ში ჩხრეკა დასრულდა