კევინ სპეისის სექსუალური ძალადობის ფაქტზე ბრალი წაუყენეს

მსახიობი კევინ სპეისი დღეს სასამართლოში გამოცხადდა, მას მასაჩუსეცელი ტელეწამყვანის 18 წლის შვილზე სექსუალური ძალადობა ედება ბრალად. სპეისის ბრალი არ უღიარებია. მსახიობი დიდი ხანია კამერების წინ არ გამოჩენილა. სხდომა კუნძულ ნანტაკეტში გაიმართა. სპეისიმ მოსამართლეს სთხოვა მისთვის უფლება დაერთო სხდომას არ დასწრებოდა, რომ საზოგადოებაში ნეგატიური დამოკიდებულება არ გაეძლიერებინა. მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
სპეისის დილიდან ათობით ჟურნალისტი ელოდებოდა დარბაზში, სადაც გადაღება ნებადართული იყო.
საქმე, რომლის გამოც სისხლის სამართლის პროცესი დაიწყო, 2016 წელს მოხდა – ჟურნალისტი ამბობს, რომ მის 18 წლის შვილზე მსახიობი სექსუალურად ძალადობდა.
მსახიობი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს. ის მშვიდად იდგა საკუთარი ადვოკატის გვერდით და ზოგჯერ ოდნავ შესამჩნევად უღიმოდა კამერებს.

სპეისის დაცვის მხარემ მოსამართლეს სთხოვა საქმისთვის დაერთო მსხვერპლის მობილური ტელეფონიდან ინფორმაცია, აღნიშნული შემთხვევიდან ექვსი თვის განმავლობაში. მოსამართლემ თანხმობა განაცხადა. ახალი სხდომა 4 მარტს არის ჩანიშნული. სპეისის უფლება დართეს მას არ დაესწროს, მაგრამ ის ტელეფონით კავშირზე უნდა დარჩეს – “ბიბისი” წერს.
2017 წელს ყოფილმა ტელეწამყვანმა ჰიზერ ანრიმ განაცხადა, რომ სპეისიმ მისი 18 წლის შვილი ჯერ დაათრო, შემდეგ კი მასზე იძალადა.

banner
წინა სტატიაშიამირან გამყრელიძე – ამ დროისთვის, გრიპის ვირუსის გარდაცვალების 10 შემთხვევა დაფიქსირდა
შემდეგი სტატიამეცნიერები: ჩვენს სამყაროს ორეული აქვს, სადაც დრო უკუღმა მიდის