კესელოს ციხე ჩამოინგრა (ექსკლუზივი)

თუშეთის სავიზიტო ბარათი კესელოს ციხე, რომელსაც ტურისტები აღფრთოვანებაში მოჰყავდა, ჩამოინგრა. მეთვრამეტე საუკუნეში აგებული საფორტიპიკაციო ნაგებობა, რამდენიმე კოშკისგან შედგება. კესელოს ციხე სოფელ ომალოში, კლდოვან ბორცვზეა აგებული.
როგორც ადგილობრივები „თაიმერთან“ საუბარში აცხადებენ, კოშკი 23 სექტემბრის ღამით მოსული ძლიერი წვიმის შემდეგ ჩამოინგრა.
ადგილობრივების თქმით, რამდენიმე წლის წინ კესელოს ციხის რესტავრაცია ჩატარდა. თუმცა, როგორც სჩანს, სამუშაოები ხარისხიანად არ შესრულდა და მრავალი შემოსევის მომგერიებელი კოშკი წვიმამ ჩამოანგრია.

თაიმერი

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე – ქალი, რომელმაც გიორგი გახარიას „კოკაინი“ გაასინჯა, გახარიას პარტიიდან საკრებულოს სიაშია
შემდეგი სტატიაცესკო ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლებს მიმართავს შეარჩიონ ადაპტირებული საარჩევნო უბანი