17.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
banner

კეროლაინ ლევიტი “სამშვიდობო გეგმაში” ტრამპის ჩართულობაზე: “პრეზიდენტი სამშვიდობო პროცესს არ თმობს”

“პრეზიდენტი სამშვიდობო პროცესს არ თმობს”, – ამის შესახებ, თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში ამერიკის პრეზიდენტის ჩართულობაზე განაცხადა.

23-24 იანვარს აბუ-დაბიში აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის მოლაპარაკებების შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემისას, ლევიტმა განაცხადა, რომ შეხვედრა ისტორიული იყო. მისი თქმით, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გამართული მოლაპარაკებები აჩვენებს, რომ დონალდ ტრამპი რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების სამშვიდობო პროცესის მიმართ ერთგულია.

„პრეზიდენტი კვლავ ღრმად არის ჩართული და, რა თქმა უნდა, მისი მრჩევლები, კერძოდ, ჯარედ კუშნერი და სპეციალური წარმომადგენელი უიტკოფი, მას ამ მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაციას აწვდიან. მათ გასულ შაბათ-კვირას გამართეს მრავალმხრივი შეხვედრა, რომელსაც მცირე გამოხმაურება მოჰყვა, მაგრამ ისტორიული ხასიათი ჰქონდა, რადგან პრეზიდენტის გუნდმა ნამდვილად შეკრიბა ამ ომის ორივე მხარე მშვიდობასთან მისაახლოებლად. ასე რომ, პრეზიდენტი სამშვიდობო პროცესს არ თმობს”, – აღნიშნა ლევიტმა.

შეგახსენებთ, 23-24 იანვარს აბუ-დაბიში სამმხრივი მოლაპარაკებების დროს შეერთებულმა შტატებმა, უკრაინამ და რუსეთმა ომის დასრულების პარამეტრები განიხილეს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, ქრისტიანობის პირველ მქადაგებელს, წმ. ნინოს იხსენიებს
შემდეგი სტატიაპოლიციამ თბილისში სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 5 პირი