შაბათს მომხდარი თავდასხმა დონალდ ტრამპის მკვლელობის მესამე სერიოზული მცდელობა იყო. მსგავსი განმეორებითი მკვლელობის მცდელობების წინაშე სხვა არცერთი პრეზიდენტი არ აღმოჩენილა. პრეზიდენტი ტრამპი უშიშარია, რადგან მას ეს ქვეყანა უყვარს და მზად არის სასწორზე საკუთარი სიცოცხლე დადოს“, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, პოლიტიკური რიტორიკა ქმნის გარემოს, სადაც შეიძლება ვინმეს პრეზიდენტზე თავდასხმის სურვილიც კი გაუჩნდეს.
„ისინი, ვინც პრეზიდენტ ტრამპს მუდმივად ცილს სწამებენ და ფაშისტად მოიხსენიებენ, მსგავსი ძალადობის წახალისებას ახდენენ. პოლიტიკური ძალადობა მისი და მისი მხარდამჭერების სისტემური დემონიზაციისგან წარმოიქმნება, როგორც კომენტატორების მხრიდან, ისე „დემოკრატიული პარტიის“ არჩეული წევრებისა და მედიის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდანაც“, – აღნიშნა კეროლაინ ლევიტმა.


















